თავდასხმა საფრანგეთში

საფრანგეთში პირი საცხობის რიგში მდგომებს თავს დანით დაესხა, დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი

0 კომენტარი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რომან-სიურ-იზერში დანით შეიარაღებული კაცი ქალაქის ცენტრში საცხობის რიგში მდგარ მოქალაქეებს დაესხა თავს და ორი ადამიანი მოკლა, ხუთი კი დაჭრა.

თავდამსხმელი დააკავეს. ის 1987 წელს სუდანში დაბადებული პირია. გამოძიება ტერორიზმის მოტივით მიმდინარეობს.

ქალაქში ამჟამად კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს უფლება აქვთ სახლიდან პროდუქტების და მედიკამენტების საყიდლად გავიდნენ.

საფრანგეთში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 82,165 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 6,507, გამოჯანმრთელდა 14,008 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები