კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

საქართველოში კოორნავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. დადასტურდა ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა. 

ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

კარანტინის რეჟიმში 5 526 ადამიანია, სტაციონარში - 344. 

159 ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები