კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 162 შემთხვევა. 

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

კორონავირუსით ინფიცირებული 162 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. დღეს, 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები