ახალი კორონავირუსი

ცერცვაძე: მე მაინც ვფიქრობ, რომ ამის [ვირუსის] გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე

0 კომენტარი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, თარგამაძის ფორმულაში სტუმრობისას განაცხადა, რომ "ძველი ფორმატით" ჩატარებული რელიგიური რიტუალები ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს.

"ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია.

მე, როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება - ძველი ფორმატით - ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად ლიტურგია, როგორიც იყო ეს გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა - რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში - მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი) მე ვფიქრობ, რომ ამის [ვირუსის] გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე", - თქვა ცერცვაძემ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის შემოღების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აკრძალა ერისკაცთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობამ ეს გააკეთა. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს. ქვეყანაში სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები