კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 36

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი. 

ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები