კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი კორონავირუსზე: სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპება

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების საგრძნობლად გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ "წინ რთული კვირაა" და "სამწუხაროდ, ვირუსისგან ბევრი ადამიანი დაიღუპება".

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მალე დასრულდება, უნდა განვაგრძოთ სვლა - დიდხანს ვერ გასტანს", - ამბობს ტრამპი.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 311 635-მდე გაიზარდა. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 8 454-ს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი იტალიასა [15 362] და ესპანეთის [11 947] შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

აშშ-ში COVID 19-ისგან ინფიცირებულ 311 635 პირისგან 14 825 განიკურნა, ხოლო 8 206 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ ორასიათასს გადააჭარბა [1,202,796], აქედან 246 690 გამოჯანმრთელდა, 64 739 კი გარდაიცვალა.

კომენტარები