კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის ახალი შემთხვევებიდან 1 აჭარაში დადასტურდა

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის ტელევიზია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთერთი აჭარაში, ბათუმში, დადასტურდა.

ამ დროის მონაცემებით, სულ აჭარაში ახალი კორონავირუსი 9 პირს დაუდგინდა.

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დადასტურებული მე-9 შემთხვევა, 80 წლამდე პირი, ერთერთი პაციენტის კონტაქტია, ის ამ დროის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 5 პაციენტის ახალიზის პასუხი გახდება ცნობილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 2 ადამიანი - 79 და 81 წლის ქალები გარდაიცვლანენ.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები