კორონავირუსი

როუჰანი: ირანში დაბალი რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობა 11 აპრილიდან გაგრძელდება

New York Post

5 აპრილს ირანის პრეზიდიენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 11 აპრილიდან ქვეყანაში დაბალრისკიანი ეკონომიკური აქტივობები გაგრძელდება.

"ჯანდაცვის სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური საქმიანობა შაბათიდან გაგრძელდება," - ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს განცხადება თეირანს არ ეხებოდა.

როუჰანის არ განუმარტავს თუ რას გულისხმობს დაბალის რისკის მქონე აქტივობებში.

როუჰანის განცხადებით, ირანის მთავრობის მიერ დასაქმებულების ორი მესამედი შაბათიდან ოფისს გარეთ იმუშავებს - "გადაწყვეტილება ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ სახლში დარჩენის რჩევას არ ეწინააღმდეგება".

ირანი მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნიდან ერთერთია, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული - ირანის ოფიციალური მონაცემებით, ირანში ახალი ვირუსის 55 743 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3 452 პირი, გამოჯანმრთელებულია 19 736.

მსოფლიოში კორონავირუსით მეექვსე ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ირანშია.

26 მარტს ქვეყანაში ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა, შესაძლოა, გაიზარდოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირანს ბრალს სდებს, რომ ვუხანის ვირუსის, იგივე კორონავირუსის გავრცელებაზე კვირების განმავლობაში იტყუებოდნენ.

ირანი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ფონზე აშშ-ის მიერ ირანზე სანქციების მოხსნის იდეას მხარი დაუჭირონ. აშშ ირანს ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სთავაზობს დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები არ ეხება საკვების, წამლების, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა ჰუმანიტარული დახმარების იმპორტს. "ირანული დოკუმენტები მოწმობს, რომ მათ ჯანდაცვის კომპანიებს შეუძლიათ ვირუსის ტესტების იმპორტი აშშ-ს სანქციები დაბრკოლების გარეშე," - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, ბრალს სდებს ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში.

5 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 1 203 877 პირია დაინფცირებული, გარდაიცვალა 64 787, გამოჯანმრთელდა 247 301.

კომენტარები