კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პაციენტია, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პაციენტი იმყოფება და ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

"პაციენტი გადმოყვანილია სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრიდან. მისი მდგომარეობა ითვლება კრიტიკულად, არი მულტიორგანული უკმარისობა. მართალია, მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მაგრამ შედეგს რას მივიღებთ, ვერ გეტყვით"- თქვა რატიანმა ტვ პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ 67 წლის პაციენტი დაგვიანებით შეიყვანეს. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანრთელდა 36 ადამიანი, გარდაიცვალა 2. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები