კორონავირუსი

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 621 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 903 შემთხვევა

msn.com

ერთ დღეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 621 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5 903 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

ეს რაოდენობა გუშინდელ მაჩვენებელზე დაბალია - 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 708-თ გაიზარდა.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19 47 806 ადამიანს დაუდასტურდა. დარდაიცვალა 4 934 პირი.  

კორონავირუსის გამო, დიდ ბრიტანეთში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. 

კორონავირუსი დაუდასტურდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინიტრს, ბორის ჯონსონსაც. ის თვითიზოლაციაში რჩება. ასევე, კორონავირუსით დაინფიცირდა პრინცი ჩარლზიც.

კომენტარები