კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 174

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 1 პაციენტის წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, რომელით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

"დანარჩენი 3 პაციენტის წყარო ეროვნული ბანკია", - თქვა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, 4 ახალი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. 

საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 პირი. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები