ბილ გეიტსი: შესაძლებელია კორონავირუსის პროგნოზირებულზე ნაკლები სიკვდილიანობის მიღწევა

CNN

მილიარდერი ბიზნესმენის, ბილ გეითსის, თქმით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იქნებოდა ჯანდაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტების ბოლოდროინდელ გათვლებთან შედარებით, სოციალური დისტანცირების ზომები სათანადოდ რომ ყოფილიყო დაცული. 

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ხელისუფლებას ახალი კორონავირუსის გასაკონტროლებლად გასულ დღეებში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისკენ მოუწოდა. 

გეითსმა ამის შესახებ იმ ფონზე ისაუბრა, რომ ექსპერტებმა, მათ შორის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ისთვის "სიკვდილიანი კვირა" ივარაუდეს. ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებელი, რომ პანდემია ჯერჯერობით კონტროლირებადი არაა და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის, შესაძლოა, სეზონურ ეპიდემიად იქცეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჯანდაცვის გუნდის წევრებმა გასულ კვირას ივარაუდეს, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიისგან 100 000-დან 240 000-მდე ადამიანი გარდაიცვლება. გეიტსი ამბობს, რომ ეს გარდაუვალი არ იყო. 

"თუკი ჩვენ გამოვასწორებთ ტესტირებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და ჩავრთავთ 50-ვე შტატს, ამაზე ნაკლები იქნება [სიკვდილიანობა]. რა თქმა უნდა, უზარმაზარ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით ამისთვის,"- ამბობს ბილ გეიტსი. 

გეიტსის თქმით, სამართლიანია ვთქვათ, რომ ვითარება ჩვეულ რეჟიმში იქამდე არ დაბრუნდება, სანამ ვაქცინა არ გვექნება. 

კომენტარები