რუსეთში სამ მართლმადიდებელ მღვდელს Covid-19 დაუდგინდა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამ მღვდელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რია ნოვოსტი, მოსკოვის საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საუბარია, მოსკოვში მოქმედ სამ სხვადასხვა ტაძარზე, რომელშიც დაინფიცირებული მღვდლები ღვთისმსახურებას აღავლენდნენ. Covid-19-ის სიმპტომები გამოუვლინდა კრილატსკის რაიონში მდებარე, ღვთისმშობლის ეკლესიის კიდევ ორ მსახურს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ერთ-ერთ ინფიცირებულ სასულიერო პირთან.

"დაინფიცირებულ სასულიერო პირებთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და დარჩნენ თვითიზოლაციაში" — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები რუსეთში მარტის დასაწყისში გამოვლინდა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საწყის ეტაპზე უარს ამბობდა, რაიმენაირი ზომების გატარებაზე. 17 მარტს პატრიარქმა კირილმა მოუწოდა ეკლესიებს გაემკაცრებინათ სანიტარული ზომები ღვთისმსახურებებზე. უკვე 29 მარტს, კირილმა მრევლს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ და თავი შეეკავებინათ ეკლესიებში სიარულისგან. 

ბოლო 24 საათში საათში რუსეთში ახალი კორონავირუსის 953 შემთხვევაა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

კომენტარები