დონალდ ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაზე; ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა. დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად აფასებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ "გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანს." ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ჩვენ უკვე ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს და მე იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენ ყველა ვიამაყებთ, იმით რაც გავაკეთეთ", — განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენმა, თქვა, რომ  ბოლო 24 საათში ნიუ-იორკის შტატში, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება კარგი ნიშანია. 

აშშ-ში დაავადების გავრცელების მთავარი კერა სწორედ ნიუ-იორკია. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვით აშშ-ში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი დაავადების 337 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 9,700 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 17,400 მოქალაქე.

კომენტარები