კორონავირუსი აშშ-ში

რეპერებმა Jay-Z და Meek Mill პატიმრებს 100 000 პირბადე გაუგზავნეს

Entertainment Weekly

ამერიკელმა რეპერებმა Jay-Z და Meek Mill სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 100 000 პირბადე გადასცეს. ინფორმაციას ჰიპ-ჰოპ არტისტების მიერ დაფუძნებული კომპანიის Reform Alliance გვერდი ავრცელებს.

"პატიმრებს 100 000 ნიღაბი გადავეცით. 50 000 რაიკერსის ციხეს, 40 000 ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, 5 000 პარკმენის ციხეს. მადლობა დახმარებისთვის ჩვენს მეგობარს შაკა სენიორს. ციხის გისოსებს მიღმა მყოფი ადამიანები უნდა დავიცვათ და გავათავისუფლოთ."

უკანასკნელი მონაცემებით ამერიკული სასჯელაღსრულების სისტემას კორონავირუსის გავრცელების პრობლემები აქვს. მხოლოდ რაიკერსის ციხეში 231 პატიმარსა და 223 ციხის თანამშრომელს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. მათ შორის, ერთ-ერთი სექსუალურ ძალადობაში მხილებული კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინია. ზოგიერთ ციხეში, ხელების გასაწმენდი სადეზინფექციო საშუალებები("სანიტაიზერები") კონტრაბანდული საქონელი გახდა. 

კომენტარები