კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ახალი კორონავირუსით 833 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 8

AA Photo

სომხეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცმეებით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ვირუსული ინფექციით დაინფიცირდა 833, აქედან 30 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

6 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცრებულთა რაოდენობა 1 284 665-მდე გაზარდა, გამოანმრთელდა 269 496, ხოლო 70 319 გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, 14:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაიცვალა 2. საკარანტინო ზონაში ამ დრომდე 5056 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386.

კომენტარები