ახალი კორონავირუსი საქართველოში

მამუკა მაჩაიძე: როგორ მოვუაროთ თავს, თუ Covid 19-ის სიმპტომები გვაქვს, ანალიზს კი ვერ ვიკეთებთ

მამუკა მაჩაიძე

მამუკა მაჩაიძე არის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი

"პირველი და ყველაზე მთავარი არის თვითიზოლაცია. სხვებს მაქსიმალურად გამოეყავით. თუ გაქვთ თქვენი აბაზანა, ტუალეტი, ძალიან კარგი. თუ არა:

  • გამოყავით თქვენი პირსახოცი, რომელსაც სხვა არავინ გამოიყენებს;
  • გამოყავით თქვენი ჭურჭელი;
  • აბაზანის ყოველი გამოყენების შემდეგ, ის კარგად გაწმინდეთ;
  • გაიკეთეთ ნიღაბი - ამით იცავთ არა საკუთარ თავს, არამედ სხვებს. ნიღბის მთავარი ფუნქცია სხვების დაცვაა.
  • დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, როგორც აკეთებთ ჩვეულებრივი გაციების დროს - ჩაი, წყალი
  • დაისვენეთ - წამოწექით, დაისვენეთ და მიეცით დრო ორგანიზმს მოერიოს ვირუსს.
  • არ დალიოთ სიცხის დამწევი 37,2 ტემპერატურაზე. ამან შეიძლება სხვა საყურადღებო სიმპტომები შენიღბოს. თუ სიცხე მაღალია, მაშინ დალიეთ სიცხის დამწევი.
  • არ არის მიზანშეწონილი ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური სხნარით. არ გაიკეთოთ ინჰალაცია სახლში, Covid 19-ის სიმპტომების შემთხვევაში. პოტენციურად ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც გაიკეთებდით ჩვეულებრივი გრიპის დროს, არის აეროზოლ-წარმომქმნელი. თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას გაიკეთებთ, ვირუსი ორგანიზმში უფრო გავრცელდება. შეიძლება თქვენ არ დაგაზიანოთ ინჰალაციამ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს. ამიტომ, მე თვითნებურ ინჰალაციას არ გირჩევდით.

ახალი კორონავირუსის სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი ზეწოლა გულ-მკერდზე, რომელიც არ გადის, ტუჩების გალურჯება - ასეთ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ ექიმთან".

წყარო: მთავარი არხი

კომენტარები