კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 1 დღეში COVID-19-ის 954 შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 954 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 6343 ადამიანს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის სპეციალურ ოპერატიულ საბრჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინტერფაქსის ცნობით, რუსეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში ვირუსს 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

რუსეთში კოროვირუსული ინფექციის შედეგად გამოჯანმრთელებული 406 ადამიანია. გასული დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა კიდევ 51 პაციენტი. მათ შორის 25 სანკტ-პეტერბურგში და 8 მოსკოვში.

რუსეთში კორონავირუსით მთლიანობაში 6343 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 406, გარდაიცვალა – 47.

კომენტარები