კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო ათინათი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან, 6 აპრილიდან, ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები დაიხურა. სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ზუგდიდის ბაზრის დახურვას არ აპირებდნენ, თუმცა მათ რეკომენდაციები ვერ გაითვალისწინეს. 

"სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი უნივერსამი და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე"- თქვა მოწერელიამ

4 მარტის დილიდან ოზურგეთის ბაზარი დაიხურა. ოზურგეთში საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი სირაძის თქმით, მიუხედავად მცდელობებისა, ბაზარში რეკომენდაციები დაცული არ იყო, ამიტომ გაურკვეველი დროით მისი დახურვა გადაწყდა. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 36 გამოჯანმრთელდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები