კორონავირუსი

გარდაცვლილი ბოლნისელი ქალის ქმარს, 87 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ერთერთი დაინფიცირებული 87 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარია.

"დღეის მდგომარეობით, ორი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა, ერთი ბოლნისში და მეორე მარნეულში. ქვემო ბოლნისის კლასტერი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს უკავშირდება და ეს ადამიანი მისი 87 წლის მეუღლეა, მას დაუდასტურდა კორონავირუსის ფაქტი და გადაყვანილია თბილისში. ეს ცნობილი კლასტერია. აღნიშნულ მამაკაცსაც ქრონიკული დაავადებები აქვს და როგორც ვიცი, მარტივი მდგომარეობა არ არის" - უთხრა ჟურნალისტებს რეხვიაშვილმა, ინტერპრესნიუსის ცნობით.

ბოლნისელი 79 წლის ქალი 4 აპრილს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი წლისთავზე მყოფმა ადამიანმა გადასდო.

საქართველოში Covid 19-ის 188 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 36 და გარდაიცვალა ორი ადამიანი.

კომენტარები