ერვნული ბანკის თანამშრომელები

ეროვნული ბანკი: 6 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი ჩვენს 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

Shutterstock
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მათი 16 თანამშრომელი არის დაინფიცირებული. მას შემდეგ რაც გასულ კვირას 7 თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა, ტესტირება გაუკეთდა მათთან კონტაქტში მყოფ სხვა თანაშმრომელბასაც. 
 
ეროვნული ბანკის ცნობით, ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები კი, ვისაც შეხება ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან - მათ აკვირდებიან.
 

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებში წერია, ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

"მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას,"- წერია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი 2 აპრილს დაუდასტურდათ.

საქარტველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 36 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები