კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი ექთნის ორ თანაშემწეს დაუდასტურდა, მათ კონტაქტი 81 წლის გარდაცვლილთან ჰქონდათ

თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ინფიცირებულები ექთნის თანაშემწეები არიან. მათ კონტაქტი 5 აპრილს გარდაცვლილ 81 წლის ქალთან ჰქონდათ. ისინი ვერ ასახელებენ, რა წესი დაირღვა კორონავირუსთან დაავადებულთან კონტაქტისას.

"მათი გადმოცემით ყველა ზომა მიიღეს, ეკიპირება ზუსტად ჰქონდათ შესრულებული ყველა წესის დაცვით, თუმცა, მაინც მოხდა დაინფიცირება. ალბათ, მცირედ მაინც დაირღვა რაღაც წესი. ისინი ექთნის თანაშემწეები არიან და ასრულებდნენ ექთნის მოვალეობას" - ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე TV პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ პაციენტებს აქვთ დაბალი ტემპერატურა და მცირე ხველა.

საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 36 და გარდაიცვალა 2 ადამიანი.

კომენტარები