პეპ გვარდიოლა

პეპ გვარდიოლას დედა ახალი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

მანჩესტერ სიტის მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა, 82 წლის ასაკში ახალი კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

ამის შესახებ მანჩესტერულმა კლუბმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"მანჩესტერ სიტის ოჯახი შეძრულია იმ ინფორმაციით, რომ პეპის დედა დოლორს სარა კარიო ბარსელონას ქალაქ მანრესაში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას, მის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

6 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსისგან ინფიცირების 135,032 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 13,055 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 40,437.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები