კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 39

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 39 შეადგინა.

მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა არის დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 ადამიანი, გარდა ამისა კარანტინშია ორი მუნიციპალიტეტი - მარნეული და ბოლნისი.

ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები