კორონავირუსის გამო, აშშ-ის ეკონომიკის მეოთხედი ვერ ფუნქციონირებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის მეოთხედი ვეღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ Wall Street Journal-ისთვის მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. 

მომზადებული კვლევაში ასახულია თუ კონკრეტულად რომელ შტატებს და ეკონომიკის რა სექტორებს მიადგათ ყველაზე საგრძნობი ზარალი დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ზომების გამო. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზარალის ზუსტად გამოთვლა ჯერჯერობით შეუძლებელია და რომ ამ მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება აშშ-ში არასდროს მომხდარა. 

კვლევის მიხედვით, აშშ-ის 41 შტატში ეკონომიკურ საქმიანობაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა. შედეგად, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ჯამური გამოშვება მარტის პირველ კვირასთან შედარებით 29%-ით შემცირდა. 

Moody's-ის უფროსი ანალიტიკოსის, მარკ ზანდის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის ამგვარი ზარალის აღმოფხვრელად აკმარისი რესურსი არ გააჩნია და თუ კი ასე გაგრძელდა წლის მეორე კვარტალში აშშ-ის მშპ დაახლოებით 75%-ით შემცირდება. იმ შემთხვევაში თუ კი ეკონომიკური საქმიანობა ზაფხულამდე აღდგება ნავარაუდევი კლება 30%-ს შეადგენს. 

შედარებისთვის დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისის დროს, 1929-1933 წლებში ჯამური გამოშვება 26%-ით შემცირდა. იგივე მაჩვენებელი 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს 4% იყო. 

"ეს ბუნებრივი კატასტროფაა, შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას არანაირი ანალოგი არ აქვს, მათ შორის არც დიდი დეპრესიის დროს",— ამბობს მარკ ზანდი. 

ამასთანავე, ეს არ არის სრული სურათი, რადგან კვლევა არ მოიცავს მოთხოვნის შემცირებას, რომელიც უმუშევრობის ზრდას მოყვება. მარკ ზანდი შექმნილ მდგომარეობას მასშტაბურ მიწისძვრას და 11 სექტემბრის ტერაქტს ადარებს. ტერაქტის შემდეგ ავიაკომპანიებმა ფრენები რამდენიმე კვირით შეაჩერეს მაშინ ზარალმა 111 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ამჟამად ზარალი უკვე 350 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

"ეს იმის ტოლფასია, რომ ინდიანას შტატი ერთ წლით გაქრეს", — ამბობს ზანდი. კვლევის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკის დიდი ნაწილი ურბანულ ცენტრებსა და განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებზეა მიბმული და მასშტაბური ეკონომიკური ზარალის მიზეზიც სწორედ ესაა. 

მაგალითად ლოს-ანჯელესის აგლომერაციაშია დღიური გამოშვება 35%-ით დავარდა, ნიუ-იორკში 25%-ით, ჩიკაგოში კი 30%-ით. მხოლოდ ამ სამ ქალაქში შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის გამო აშშ-ის ყოველდღიური მშპ 10%-ით მცირდება. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღდეგოდ მიღებული ზომების ფონზე მხოლოდ მარტში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების 2 ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად ამერიკელებისთვის 1,200 დოლარის ოდენობით პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემას გულისხმობს.

კომენტარები