კორონავირუსი

17 მარტის შემდეგ, იტალიაში კორონავირუსის ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 3599

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადების ამაზე ნაკლები ახალი ფაქტები მხოლოდ 17 მარტს - 3 526 გამოვლინდა. იმის შემდეგ, ყოველდღიურად კორონავირუსის 4000-დან 6500-მდე შემთხვევა დასტურდებოდა.

იტალიის სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იკლებს ჰოსპიტალში პაციენტთა რაოდენობა და იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. 

ამასთან, 6 აპრილს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 636 პაციენტი დაიღუპა. ჯამურად, ქვეყანას 16,523 გარდაცვლილი ჰყავს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. 

მთლიანობაში, 6 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 132,547 პირი - მათგან 22,837 - გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები, მინიმუმ, 12 აპრილამდე მოქმედებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები