კორონავირუსი საქართველოში

Georgian Airways: მოქალაქეების დასაბრუნებლად რეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება

facebook.com/romanbokeria

ხვალ, 7 აპრილს, რეისს, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის მიერ საქართველოს ავიახაზების სახელზე კურთხეული და ნაჩუქარი ხატი გაუძღვება, - ამის შესახებ ჯორჯიან ეარვეისის დირექტორმა, რომან ბოკერიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

ბოკერია წერს, რომ ეს ხატი იქნება ყველა რეისზე, რომელიც შესრულდება ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

"დიდება უფალს! დღეს სასწაული დღეა „ჯორჯიან ეარვეისის“ ისტორიაში. უღრმესი მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს „ჯორჯიან ეარვეის“-ისთვის ხატის ჩუქებისთვის და ავიაკომპანიის პილოტების, ბორტგამცილებლებისა და ჩვენი მგზავრების - საქართველოს მოქალაქეების კურთხევისთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ კურთხეული ხატის ჩუქება საქართველოს ეროვნული ავიახაზებისთვის, „ჯორჯიან ეარვეისისათვის“ არის უდიდესი მადლის, სიკეთის, სითბოს, სიყვარულის და მფარველობის ჩუქება ჩვენი გმირი პილოტების, ბორტგამცილებლების, ტექნიკური მომსახურე პერსონალის და მთლიანად მთელი კოლექტივისთვის." - წერს რომან ბოკერია. 

კომენტარები