ირლანდია

ირლანდიის პრემიერმინისტრი კვირაში ერთი დღე ექიმად იმუშავებს

0 კომენტარი
ფოტო: Euronews.com

ირლანდიის პრემიერმინისტრი, ლეო ვარადკარი, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო კვირაში ერთი დღით ექიმად იმუშავებს.

ლეო ვარადკარს სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და King's Hospital-სა და Trinity College Dublin-ში ტრენინგები აქვს გავლილი. ამის გარდა, პოლიტიკაში მოსვლამდე მისი ძირითადი პროფესია სწორედ ექიმობა იყო.

მარტში, ლეო ვარადკარი ექიმად თავიდან დარეგისტრირდა ექიმად, რათა კვირაში ერთხელ მუშაობის უფლება მიეღო.

"მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მუშაობენ ჯანდაცვის სისტემაში. მასაც სურდა, რომ მცირე წვილილი შეეტენა", - ნათქვამია განცხადებაში.

Time-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის საქმიანობა პაციენტებისთვის ტელეფონით კონსულტაციების გაწევა იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები