ბორის ჯონსონი

დევიდ კემერონმა ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელება და დაუნინგ სტრიტზე მალე დაბრუნება უსურვა

ბორის ჯონსონი და დევიდ კემერონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანას, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კემერონი გამოეხმაურა.

დევიდ კემერონმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ბორის ჯონსონსა და მის ოჯახზე ვფიქრობ. მალე გამოჯანმრთელდი. დიდებულ ხელში ხარ და ჩვენ ყველას გვინდა, რომ უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყო და დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში დაბრუნდე", - წერს კემერონი.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომების დამძიმების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პრემიერმინისტრი საავადმყოფოში 5 აპრილის საღამოს მიიყვანეს. ბორის ჯონსონი 6 აპრილს გამოქვეყნებულ მიმართვაში ამბობდა, რომ საავადმყოფოში ექიმის რჩევის საფუძველზე, რუტინული ტესტის ჩასატარებლად მივიდა და თავს მხნედ გრძნობდა.

კომენტარები