კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 195-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ჯამში, დაფიქსირებულია 195 შემთხვევა. მათგან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.   

კარანტინის რეჟიმში 4 735 ადამიანია, სტაციონარში 383.

ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები