ეზუგბაია: 6 პაციენტს მძიმე პნევმონია აღარ აქვს, 22-ს საშუალო სიმძიმით

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფრომაციით, 6 პაციენტს მძიმე პნევმონია აღარ აღენიშნება, ხოლო 22-ს საშუალო სიმძიმის, რაც მართვადია.

ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში ამ დრომდე 39 პაციენტი რჩება, აქედან ერთერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ სტაბილურია.

რაც შეეხება კორონავრუსით ინფიცირებულ 7 ახალ პირს, ეზუგბაიას თქმით, ერთერთი მათგნი ინფექციურ კლინიკაშია გადაყვანილი, პაციენტის ინფიცირების წყარო აშშ-ა.

7 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები