Coda წერილი

CODA წერილი: სწრაფი ტესტები - ნელი ტემპით, რუსული მედიის "წინასწარმეტყველება" ჯონსონზე

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია: 

  • საქართველოში ინფიცირების შემთხვევა 195-მდე გაიზარდა, მსოფლიო 1.300.000 გასცდა. 
  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მდგომარეობა მძიმეა, ის სავარაუდოდ ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. 

აღსანიშნავია, რომ ამაზე პირველმა რუსულმა სააგენტო რია ნოვოსტიმ ჯერ კიდევ, გუშინწინ დაწერა. 

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონი საავადმყოფოშია, რია ნოვოსტიმ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია რომ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ხელოვნური სუნთქვა დასჭირდება. ბრიტანეთის მთავრობამ ამას დეზინფორმაცია უწოდა.  

შეუძლებელია თქმა, თუ რა იდგა რია ნოვოსტის ინფორმაციის უკან: ინფორმაციის პროპოგანდისტური მიზნებისთვის მანიპულირება თუ ძალიან კარგად ინფორმირებული წყარო, მაგრამ სოციალური ქსელებიდან და ბრიტანული პრესიდან კარგად ჩანს საზოგადოების გაბრაზება იმაზე, რომ მთავრობამ პრემიერ მინისტრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა. 

  • ჩინეთში, არ დაფიქსირებულა არცერთი სიკვდილის შემთხვევა და არცერთი შიდა გადადების შემთვხევა. ქალაქი ვუჰანი, სამი თვის შემდეგ, პირველად მოხსნის საგანგებო რეჟიმს.  
  • შოტლანდიის მთავარი ექიმი (უფროსი სამედიცინო ოფიცერი) გადადგა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ის აგარაკზე წასვლისთვის გააჩერა, ხოლო ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა საკუთარ თავს “იდიოტი” უწოდა: ის საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ოჯახთან ერთად ზღვის სანაპიროზე ისვენებდა. 
  • აშშ-ი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ რომ ეს კვირა შეიძლება იყოს ყველაზე რთული.  

ქვეყნის მასშტაბით, სტადიონები და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ცენტრებად გადაიქცა.  

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მასიური ტესტირებისთვის ემზადება. 

ტესტირების საკითხი ჩვენთანაც მწვავედ დგას. 

სწრაფი ტესტები - ნელი ტემპით:  

როგორც საზოგადოების ნაწილში, ისე ოპოზიციაში სწრაფი ტესტების არარსებობა უკმაყოფილებას იწვევს. 

ოპოზიციაში თვლიან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელოვნურად აფერხებს, ლაბორატორიებში სწრაფი ტესტების შემოტანის პროცესს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, სწრაფი ტესტები ვირუსის დაძლევის წინაპირობაა. 

ამას სხვა ქვეყნების მაგალითებზე მკაფიოდ ვხედავთ: შეგვიძლია შევადაროთ შეერთებული შტატები, სადაც სწრაფი ტესტირება თავიდანვე არ ხდებოდა, სამხრეთ კორეას სადაც აქცენტი დასაწყისშივე აგრესიულ ტესტირებაზე გაკეთდა.

ახლა მთავრობა იუწყება, რომ ხარისხიან  სწრაფ ტესტებს ეძებენ და ელოდებიან, Მაგრამ ასევე ელოდებიან დაინფიცირებულთა მნიშვნელოვან ზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე სწრაფი ტესტირების გარეშე შეიძლება საკმაოდ ძვირად დაუჯდება ქვეყანას.

ტესტირების საკითხზე ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებების ქრონოლოგია, რომელიც გვაჩვენებს სრულ სურათს.  

რამდენჯერ დაგვპირდნენ, ან როგორ იცვლებოდა მესიჯბოქსები ამ საკითხის ირგვლივ:  

  • 17 მარტი 

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 35 ინფიცირებულია 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რეკომენდაციები აგრესიულ ტესტირებაზე და შემდეგი კვირიდან დაიწყებენ. ახლა, მხოლოდ ტრანსპორტირების საკითხია მოსაგვარებელი. 

„კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე. 

  • 19 მარტი 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით მასობრივი ტესტირება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, - “მეოთხეული გადაცემის პირობებში არის ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება” - თენგიზ ცერცვაძე 

ამავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ - “ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არანაირი ტექნიკური შეფერხება არ არსებობს,” 

  • 20 მარტი 

პრემიერ-მინისტი დავალებას აძლევს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განისაზღვროს ტესტირების ფასი, კერძო ლაბორატორიებისთვის რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველასთვის. 

ამავე დღეს, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად გამოყო 1000 ტესტი და რომ ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს კორეასთან. 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ახალი კორონავირუსის 200 000-ზე მეტი ტესტი აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში.  

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტროს ინფორმაციით პირველი 1000 ტესტი ჩამოტანილია ჩინეთიდან,- “1000 სწრაფი ტესტი მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ტესტები გაკეთდება მარნეულში” 

25 მარტის შემდეგ, ტესტებთან დაკავშირებით შეცვლილ ნარატივს ვხვდებით.  

ჩინურ კომპანიასთან საქართველო ხელშეკრულებას აუქმებს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ტესტების ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა.  

  • 27 მარტი 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ “ ვერ ვიქნებით სწრაფი ტესტების იმედზე, რომლის ცდომილებაც შეიძლება, იყოს 15-20 პროცენტი, ანუ 15-20 პროცენტი ინფიცირებულებისა სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაიჭიროს. ეს ახასიათებს ნებისმიერ სწრაფ ტესტს.” 

  • 28 მარტი 

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს,” მარნეულში არაა სწრაფი ტესტი, არის დაჩქარებული, ქალბატონი ეკა ალბათ აღელდა" - თქვა, იმნაძემ, ჯანდაცვის მინისტრის 25 მარტის განცხადებაზე. 

  • 30 მარტი  

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ჯერ არ არის დრო სწრაფი ტესტების, -  „სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავის ფუნქცია. არანაირი აზრი არ არის სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოყვება კონტროლის მექანიზმები”. 

  • 31 მარტი 

პაატა იმნაძემ ამბობს რომ საქართველოში კონკრეტული სახეობის ტესტების პირველი პარტია უკვე არსებობს თუმცა, -  “ გარკვეული აპარატია საჭირო, რომელიც შემდეგ ამ ტესტს, მის შედეგს უფრო ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული“ 

  • 1 აპრილი 

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს რომ კვლავ მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მაგრამ რომ  მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი. 

 “ რამდენიმე დღეში გვექნება კონკრეტული პასუხი თარიღზე, როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება, მიიღოს საქართველომ კორეიდან, ვინაიდან დღესდღეობით, რიგში 73 ქვეყანაა.”  

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანა კვლავ მოლოდინის რეჟიმშია “ ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი, ხომ? იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება.” 

საქართველოში უკვე 156 ინფიცირებულია,  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პოზიციას ცვლის და ამბობს რომ ამ ეტაპზე არამიზნობრივია სწრაფი ტესტების ჩატარება, - “ამის მიზეზი არის არა ტესტების დეფიციტი, არამედ ამის მიზეზი მათი რაციონალური და მიზნობრივი გამოყენება“

სანამ განსხვავებულ მოსაზრებებს ვისმენთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოში და ვეძებთ პასუხებს, უშლის თუ არა სწრაფი ტესტების შემოტანას არაჯანსაღი კომერციული ინტერესები, მსოფლიოც კიდევ უფრო მეტი საუბარი მიდის სწრაფ ტესტებზე. 

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ProPublica-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ხსნიდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტესტირება ყველასთვის და როგორ დამღუპველი შეიძლება  აღმოჩნდეს ის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის -

“ტესტირების არარსებობამ ქვეყნაში დიდი იმედგაცრუებას მოიტანს” - ვკითხულობთ სტატიაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა მაჩვენებლით. 

დაავადებათა კონტროლის და ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ასევე ერთ-ერთ პრობლემას, ტესტისთვის ნიმუშის აღება წარმოადგენს 

“ ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ.” - შემდეგ წერილებში, უფრო ვრცლად მოგიყვებით ექიმების გადამზადების პრობლემაზე, საქართველოსა და მსოფლიოში. 

ტესტირების პრობლემა სად სად და ბელორუსიაში ნამდვილად არ დგას  

პრეზიდენტი ლუკაშენკოს მთავრობის მიხედვით ნიღბები ბელორუსიას არ სჭირდება. აქ ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება. 

პრეზიდენტმა რომელიც ქვეყანას, 1994 წლიდან მართავს, ჰოკეი ითამაშა, გულშემატკივრებით სავსე ყინულის მოადენაზე. შესვენებაზე, წითელ ფორმაში გამოწყობელმა, წარწერით პირველი ნომერი, ჟურნალისტებს უთხრა: “აქ ვირუსი არ არის და ჰოკეი ყველაზე კარგი ანტივირუსული წამალია”.

ბელორუსია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც თითქმის არანაირი ზომები არ მიუღია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით უკვე 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 

სამინისტრო უარს ამბობს, ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნებაზე. 

“ჩვენს ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, - ამბობს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ელენა ბოგდანი. თუმცა, ჯერ-ჯერობით ერთადერთმა ბელორუსმა ექიმმა, გაბედა და თქვა რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება: 

“დაეხმარეთ ბელორუს ხალხს გადარჩენაში. ჩვენს ქვეყანაში, სიტუაცია უკონტროლო ხდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ციფრები მითია” - წერს სოციალურ ქსელში, ექიმი ნატალია ლარიონოვა. 

კომენტარები