Georgian Airways

პატრიარქის ნაჩუქარი ხატი Georgian Airways-ის ბორტზე - საქართველოს მოქალაქეებს ათენიდან ჩამოიყვანენ

რომან ბოკერია

Georgian Airways პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატის თანხლებით ასრულებს რეისს, რომლითაც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ.

კომპანიის დირექტორმა, რომან ბოკერიამ ფეისბუქზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ ბოკერიას ეკიპაჟის წევრებთან ერთად ხატი უჭირავს, სასულიერო პირი კი ლოცვებს კითხულობს.

"ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო დებო და ძმებო! დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეც რეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში", - წერს რომან ბოკერია ფეისბუქზე.

7 აპრილს საქართველოს მოქალაქეებს ათენიდან ჩამოიყვანენ.

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების გრაფიკი ნახეთ აქ.

კომენტარები