კორონავირუსი

ნიუ-იორკში წმ. იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება

ნიუ-იორკში წმ. იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდება. მანჰეტენის ტაძარი, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უდიდესი კათედრალია, სულ მცირე 200 პაციენტის მიღებას შეძლებს.  

6 აპრილს კათედრალიდან სივრცის გამოსათავისუფლებლად ათაოსობით სკამი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ დროებითი საავადმყოფოსთვის აკლდამაცაა გამოყოფილი.

კვირის ბოლომდე ტაძარში 9 სამედიცინო კარავს გაშლიან. საკათედრო ტაძარში პაცინეტებს კვირის ბოლოდან ან მომავალი კვირის დასაწყისიდან ელოდებიან. ტაძარში დაახლოებით 400 საწოლი უკვე მიიტანეს. 

"ტრადიციულად, ადრეულ საუკუნეებში, კათედრალებს სულ ასე იყენებდნენ, მაგალითად შავი ჭრის დროს," - განაცხადა კათედრალის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა დანიელ მესამემ. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკის წმ. იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი ამ ფუნქციას შეიძენს.

ტაძრის წარმომადგენლებისთვის უცნობია, ახალი კორონავირუსით დადასტურებულად დაავადებულებს გაგზავნიდნენ თუ არა ტაძარში, მაგრამ მათი თქმით, სავარაუდოდ ასე იქნებოდა.

საველე საავადმყოფოში კათედრალის ახლომდებარე ნიუ-იორკის სინაის მთის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი იმუშავებს. 

ტაძრის ხელმძღვანელმა საავადმყოფოს კათედრალის სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთება გასულ თვეს შესთავაზა.

ნიუ-იორკი ამჟამად ახალი კორონავირუსის გავრცლების ეპიცენტრია. აშშ-ში ახალი ვირუსით დაავადების ყველაზე მეტი, 367 650 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 10 943 პირი. გამოჯანმრთელებულია 19 810.

კომენტარები