გამშვები პუნქტები

საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟოებზე გამშვები პუნქტები ფიზიკური პირებისთვის 2 კვირით დაიხურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - ,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“ ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება.

უწყების ინფორმაციითვე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 195 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები