კარანტინის წესების დაღვევა

შსს: კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღე არის, გასაჩივრება ვადას აჩერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღე არის. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯარიმის გასაჩივრება აჩერებს გადახდის ვადას განხილვის დასრულებამდე. შსს-ს ინფორმაციითვე, საგანგებო მდგომარეობისპირობებში პირს გასაჩივრების უფლება არ ეზღუდება, თუმცა გასაჩივრება შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაშიც. 

"პირი უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრება არ ეზღუდება. მთავრობის დადგენილების ზემოაღნიშნული ჩანაწერი პირს არ ართმევს გასაჩივრების უფლებას, არამედ მხოლოდ, უხანგრძლივებს გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადებს. შესაბამისად, პირს შეუძლია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, იურიდიული პირებისათვის კი 15 ათს ლარიანს. კარანტინის ან თვითიზოლაციის წესის განმეორებით დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები