კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 46-მდე გაიზარდა

რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან უკვე 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო საიტზე stop.cov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. 

7 აპრილამდე საქართველოში გამოჯანმრთელებული 39 ადამიანი იყო, რასაც დღის განმავლობაში 6 დაემატა, მოგვიანებით კი კიდევ ერთი. 

ამ დროის მონაცემებით საქართველოში ვირუსი 195 ადამიანს აქვს დადასტურებული, საიდანაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 86 წლის ქალი დღეს. 

კარანტინში 4 708 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში გამოცხადებულია ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინიც, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათსა და 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვასაც ითვალისწინებს.

კომენტარები