კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ 14

აჭარის ტელევიზია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძეს ინფორმაციით, 7 აპრილს, ღამით აჭარაში კორონავიურით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 5-ვე პაციენტი ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 14 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოჯანმრთელდა 5 პირი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ყველა პირი, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი კლინიკა "მედ ალფაშია" მოთავსებული.

7 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. დადასტურდა ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა. მათგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები