კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 პაციენტიდან, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, 2 დასტაბილურდა

მარიამ ნიკურაძე/OC Media

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 4 პაციენტიდან, რომელთაც მძიმე პნევმონია ჰქონდათ, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. 

"ჩვეულებრივ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ჯერ-ჯერობით 2 პაციენტი გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი მაქვს, რომ 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრი განყოფილებებში გადავიყვანთ", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 24 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება.  

"ამ 24 პაციენტიდან 9 იყო განმეორებითი, მათგან 6 გამოჯანმრთელებული იყო. 3 იყო პირველად უარყოფითი, ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი 2 ახალი შემთხვევა იყო დადებითი, 13 კი უარყოფითი", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, COVID-19-ით ინფიცირებული 2018 პაციენტიდან 71 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები