არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება

5 და 7 წლის გოგოების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 და 7 წლის გოგოების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ დ.ძ-ს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

"დადასტურდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ 2019 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში 5 და 7 წლის გოგონების მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ბრალდებული 2019 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალი 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ ორი ან მეტი პირის მიმართ არაერთგზის ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაზარალებულები ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიკითხნენ.  

კომენტარები