Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი Covid-19-ის ზიანის შესამცირებლად $1 მილიარდს გაიღებს

Twitter-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯეკ დორსი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად 1 მილიარდ დოლარს გაიღებს. ამის შესახებ დორსიმ პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

ჯეკ დორსის განცხადებით მისი ქონების ერთი მესამედი მის მიერვე დაარსებულ კომპანია Start Mall-ს გადაეცემა და სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით მოხდება თანხების განაწილება სხვადასხვა პროგრამებზე. დორსის ცნობით, მის მიერ გაღებული ხარჯები ღია იქნება. 

დორსის თქმით, იმედი აქვს, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ინსპირაცია იქნება სხვებისთვის. ამგვარად, დორსი ცნობილი ადამიანებისა და ბიზნესმენების მზარდ სიას შეუერთდა, რომლებმაც პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პირადი სახსრები გაიღეს. 

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად 10 მილიონი დოლარი გაიღო ოპრა უინფრიმ, კამპანიას შეურთდნენ ჰოლივუდის ვარკვლავებიც. წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ 100 მილიონს გაიღებს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი. 

შესაბამისი საქველმოქმედო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგიც.

კომენტარები