კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შევძლებთ 1 თვის განმავლობაში

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების მზადყოფნა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში არ იყოს გაკვეული ხარვეზები ჰოსპიტალებში.

ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, საქართველოში ამ ეტაპზე 3500 საწოლია მობილიზებული, რაც, მისივე განმარტებით, გულისხმობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებაა შესაძლებელია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამის პარალელურად, პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია, შესაძლებელია გადანაწილდნენ საკარანტინო სივრცეებში.

ტიკარაძის განმარტებით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა და "ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური, როგორც სტაციონარში".

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, რადგან კოვიდ ინფექციის 80% მსუბუქი ფორმისაა, ამ პაციენტების მკურნალობა საკარანტინო ზომებში მოხდება.

საქართველოში 8 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული 208 შემთხვევაა აღწერილი, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 48 გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 4 682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი - 375.

კომენტარები