მარნეული

შსს: მარნეულში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, სახლსა და ეზოში ჩხრეკის შედეგად კალაშნიკოვის სისტემის "აკს" - ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კომენტარები