2020 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი მსახიობი ალენ გარფილდი კორონავირუსით გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: The Wrap

80 წლის ასაკში, ამერიკელი მსახიობი ალენ გარფილდი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი კოლეგა რონი ბლეიქლი ავრცელებს:

"მშვიდობით ალენ გარფილდ, დიდი მსახიობი, რომელმაც "ნეშვილში" ჩემი ქმრის როლი შეასრულა კორონავირუსით გარდაიცვალა. ცრემლებს ვერ ვიკავებ, ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს, მოგვიანებით მეტს დავწერ."

გარფილდმა პირველი როლი 1968 წელს შეასრულა. დასამახსოვრებელი მეორეხარისხოვანი როლები აქვს ნათამაშები ფილმებში The Conversation, The Candidate, The Stunt Man, Nashville. 1999 წელს რომან პოლანსკის მეცხრე კარიბჭეზე მუშაობისას გადაიტანა ინსულტი, მას შემდეგ კინოში გადაღებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი თქვა.

8 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 402,383 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 22,539 და გარდაიცვალა 12,935 ადამიანი.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები