ბორის ჯონსონი

პრესმდივანი: ბორის ჯონსონის მკურნალობას შედეგი გამოაქვს

ბორის ჯონსონის წარმომადგენლობა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის შესახებ განახლებულ ცნობას ავრცელებს.

ბორის ჯონსონის წარმომადგენლის განცხადებით, "პრემიერმინისტრის მდგომარეობა კლინიკურად სტაბილური რჩება და მკურნალობას შედეგი გამოაქვს."

ბორის ჯონსონი ცენტრალური ლონდონის წმინდა თომას ჰოსპიტალის ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში რჩება.

როგორც მისი პრესმდივანი ამბობს, პრემიერმინისტრი მხნედაა და სუნთქვისთვის დამატებითი დახმარება არ სჭირდება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გუშინწინ, 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისი წარმომადგენლობა აცხადებს, ეს ზომები პრევენციულია და ჯონსონს მართვისი სუნთქვის აპარატი ჯერ არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები