რონალდინიო

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს, ფეხბურთელი შინაპატიმრობაში იქნება

0 კომენტარი

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდინიოს, რომელიც ყალბი საბუთების გამოყენებისთვის დააკავეს, ციხე შინაპატიმრობით შეუცვალეს. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რონალდინიო და მისი ძმა შინაპატიმრობას ასუნსიონის ერთერთ სასტუმროში მოიხდიან. თითოეული მათგანი 800 ათასი დოლარის გირაოსაც გადაიხდის. 

ძმები 5 მარტს პარგვაიში მაშინ დააკავეს, როცა მათ ქვეყანაში ჩასვლისას მესაზღვრეებს ყალბი პასპორტები წარუდგინეს. ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, სასტუმროს ოთახი კი გაჩხრიკეს. ცოტა ხანში ძმები გაათავისუფლეს, თუმცა პარაგვაის პროკურატურამ მათი დაკავების ორდერი გასცა. პარაგვაის ციხეში ცნობილმა ფეხბურთელმა 32 დღე გაატარა. 

2019 წლის ზაფხულს რონალდინიოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. ჩამოართვეს ესპანეთის პასპორტიც. ბრაზილიის პროკურატურამ ასეთ სანქციას იმის გამო მიმართა, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ დაკისრებული 2-მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადეს. ძმები საწყობს უკანონოდ აშენებდნენ და გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდნენ, რის გამოც, ბრაზილიელებმა მათ 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს. გარდა ამისა, დაყადაღებულია ფეხბურთელის კუთვნილი 57 უძრავი ობიექტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები