ლარის კურსი

ერთი დოლარის ღირებულება 3.18 ლარია

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.1794 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი - 3.4576 ლარი.

8 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.46 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 0.25 თეთრით.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც, ხოლო თურქულ ლირასთან გამყარდა.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, მარტის მეორე ნახევარში ლარი დოლათან დაახლოებით 20%-ით გაუფაუსურდა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვებიდან ჯამში 100 მილიონი დოლარი გაყიდა, რასაც ლარის გამყარება მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები