ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს $200-200 მლნ ლიკვიდობას მიაწვდის

0 კომენტარი
კობა გვენეტაძე ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200-200 მილიონი დოლარის მაქსიმალური ლიმიტის სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის.

თანხა ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის მათი საბაზრო წილის შესაბამისად განაწილდება, თუმცა ერთ ორგანიზაციაზე 25%-იანი ლიმიტი იქნება დაწესებული.

როგორც ეროვნული ბანკის განკარგულებაში ვკითხულობთ, უწყება ეროვნული ვალუტით იყიდის უცხოურ ვალუტას სპოტ კურსით იყიდის ფორვარდული კურსით უკან გაყიდვის პირობით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმებს ხელშეკრულებას 200 მილიონი დოლარის სავალუტო ოპერაციის შესახებ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები