ბილი აილიში

ბილი აილიში: მომწონს მარტო ყოფნა, ამდენი დრო 12 წლის შემდეგ არ მქონია

Vox

ბილი აილიშმა Telekom Electronic Beats-ის პოდკასტში კარანტინში ყოფნაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას მარტოობა მოწონს.

18 წლის მომღერალი კარანტინში თავისი მშობლების სახლში იმყოფება.

"ძალიან ვერთობი მარტო ყოფნით, ეს კარგია. მგონია, რომ ყოველდღიურად ყველა თავის მეგობრებთან Facetime-ით ლაპარაკობს. ამდენი თავისუფალი დრო 12 წლის შემდეგ არ მქონია", - თქვა მან.

ბილი აილიში ინტერვიუებში ხშირად საუბარობს მეგობრობაზე და ამბობს, რომ უეცრად შეძენილმა პოპუალარობამ მას მეგობრებთან პრობლემი შეუქმნა.

"უცნაური ის არის, რომ, როდესაც სახლში მოვდივარ ხოლმე, ერთი სული მაქვს მათ [მეგობრებს] როდის ვნახავ. თუმცა, ახლა სახლში ვარ გაჭედილი და მათ ვერ ვნახულობ, ეს ძალიან უცნაურია.

მე მიყვარს ჩემი მეგობრები, მომენატრა მათი ნახვა, თუმცა ამის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ. კარგად ვარ მარტო და მომწონს მარტოობა. როდესაც მოგვეცემა საშუალება, რომ გარეთ გავიდეთ და მეგობრები კვლავ ვნახოთ, ძალიან ბედნიერები და მადლიერები ვიქნებით", - თქვა მან.

კომენტარები