ხიდის ჩანგრევა იტალიაში

იტალიაში ლიგურიისა და ტოსკანის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

0 კომენტარი
ფოტო: VIGILI DEL FUOCO

ჩრდილოეთ იტალიაში ჩაინგრა ხიდი, რომელიც ლიგურიისა და ტოსკანის რეგიონებს აკავშირებს. ხიდი, ჩვეულებრივ ტრანსპორტით არის დატვირთული, თუმცა ამჟამად კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო ზომების შედეგად ხიდზე მხოლოდ ორი ავტომობილი მოძრაობდა. ორივე მანქანის მძღოლი სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.

ხიდი სიგრძეში 400 მეტრია, სიმაღლეში კი 8 მეტრი.

ხიდის ჩანგრევის მიზეზად სტრუქტურის მოძველება დაასახელეს. ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მძღოლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს და განაცხადეს, რომ უამინდობის გამო ხიდს ბზარი გაუჩნდა. მაშინ ხიდის შეაკეთეს და განაცხადეს, რომ ამით პრობლემა აღმოიფხვრა.

იტალიაში ხიდების უსაფრთხოება განხილვის საგანი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს გენუაში ხიდი ჩაინგრა და 43 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები